Jobs.GE



დასახელება: კონკურსი პოსტერების შექმნაზე
მომწოდებელი: სიდა
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 15 ოქტ

"სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისის პირდაპირი მიწოდებით, ასევე, პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

"სიდა", ევროკავშირის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს "ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში" (TESI), რომლის მიზანია პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირებისა და მათი ოჯახებისთვის.

ნასამართლევი პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული დისკრიმინაციული შეხედულებების შემცირებისა და არსებული სტიგმის დაძლევის მიზნით, "სიდა" აცხადებს სოციალური თემატიკის კუთხით პოსტერის მომზადების კონკურსს.

პოსტერის მიზანია: ხელი შეუწყოს საზოგადოების განწყობების ცვლილებას და სენსიტიზაციას პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პრობაციონერი და განრიდებული პირების მიმართ შესაბამისი ვიზუალისა და "მესიჯ ბოქსების" გამოყენებით.

კონკურსის თემები:

** არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოზარდთა საუკეთესო ინტერესების დაცვას მართლმსაჯულების პროცესში და აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების დანერგვა/განვითარებას. მიუხედავად ამისა, დაბალია საზოგადოებისა და სოციალური ინსტიტუტების ჩართულობა მოზარდთა რთული ქცევის, დანაშაულის პრევენციისა და შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულებით.
** კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალთა სპეციფიკა - საზოგადოება განსაკუთრებით კრიტიკულია ნასამართლეობის მქონე ქალთა მიმართ, რაც საზოგადოებიდან მათ გარიყვას იწვევს. ამას ემატება ოჯახის წევრთა დაბალი მიმღებლობა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ნაკლები შესაძლებლობები.
** საზოგადოებაში არსებული სტიგმის დაძლევა - საზოგადოების უნდობლობა, არსებული სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები ხელს უშლის ნასამართლევი პირების სრულფასოვან ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ზრდის განმეორებითი დანაშაულის რისკებს.
** განათლების ხელმისაწვდომობა - მიუხედავად პენიტენციურ დაწესებულებებსა და მის გარეთ არსებული ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისა, ხშირ შემთხვევაში, მიწოდებული პროფესიული პროგრამები ერთი მხრივ, ვერ პასუხობს ბენეფიციართა საჭიროებებსა და ბაზრის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, სასწავლო გარემო ნაკლებად კომფორტულია ბენეფიციართათვის.
** დასაქმების ხელშეწყობა - კვლევები აჩვენებს, რომ გასამართლების შემდეგ, საშუალოდ, ორჯერ იზრდება უმუშევართა რაოდენობა და დამსაქმებლები გაურბიან ნასამართლეობის მქონე პირთა დასაქმებას, გავრცელებული შიშებისა თუ უნდობლობის გამო, შრომით ბაზარზე რეაბილიტაციის შესაძლებლობების არარსებობა კი, პირდაპირ უკავშირდება განმეორებით დანაშაულს.

შენიშვნა: კონკურსანტს შეუძლია პოსტერის წარმოდგენა მითითებული თემებიდან მისთვის სასურველ საკითხზე (შესაძლებელია, როგორც ერთი, ისე რამდენიმე თემის შერჩევა).

საპრიზო ფონდი: შერჩეული 5 საუკეთესო პოსტერის ავტორი მიიღებს ფულად ჯილდოს - თითოეულ პოსტერზე 800 ლარის ოდენობით.

მომზადებული პოსტერების გამოყენება: პოსტერების გამოყენება და გავრცელება მოხდება დაინტერესებულ მხარეებთან და მოსახლეობაში, თბილისსა და რეგიონებში როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით. გამარჯვებული პოსტერების გამოყენების უფლება ექნება მხოლოდ "სიდას".

ვადები და მონაწილეობის პირობები: ნამუშევრების ელექტრონული ვერსიები (A1 ფორმატში, არაუმეტეს 4 მეგაბაიტი) მიიღება 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: pr@cida.ge. ელ. ფოსტაში დაურთეთ ინფორმაცია ავტორისა და მისი საკონტაქტო მონაცემების შესახებ. გამოგზავნისას, სათაურის ველში მიუთითეთ: "პოსტერების კონკურსი".

საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი, სიდას კომუნიკაციის მენეჯერი
ტელ: 599 512215



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი