Jobs.GE



დასახელება: იდეების კონკურსი სოც. საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

იდეების კონკურსი - კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური ინტეგრაციისთვის

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და "საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი", აცხადებს იდეების კონკურსს სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში.

საგრანტო კონკურსის მიზანი: კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერების და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით.

იდეების კონკურსი ცხადდება ორი მიმართულებით:

ლოტი 1. ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების ინტეგრაციის და დასაქმების ხელშეწყობა.
ლოტი 2. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და დასაქმება #16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ინტერესი ან/და უკვე მუშაობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი, 2018 წელი, 18:00 სთ.

საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საგრანტო განაცხადის სახელმძღვანელო (ჩამოსატვირთად მიაჭირეთ აქ).
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს თანდართული განაცხადის ფორმის შესაბამისად (ჩამოსატვირთად მიაჭირეთ აქ).

არასრულად, განსხვავებული ფორმით შევსებული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის:

საკონსულტაციო შეხვედრა:

კონკურსის I ეტაპზე, კონცეფციის განაცხადების მიღების პერიოდში, ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დამატებითი ინფორმაციას საკონსულტაციო შეხვედრის ადგილი და საათი ცნობილი გახდება "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" სოციალური მედიის საშუალებით. (www.facebook.com/CSRDG/)

სატელეფონო კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

საკონტაქტო პირი: ანა ილურიძე
ტელ: (+995 32) 2399019/16
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი