Jobs.GE



დასახელება: შესაბამისობისა და ფინანსური მონიტორინგის ოფიცერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს სტაჟირებას შესაბამისობისა და ფინანსური მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შეგროვება და ანალიზი,
** ონლაინ რეჟიმში მომხმარებლების საიდენტიფიკაციო მონაცემების დამუშავება, შემოწმება და პროგრამული ასახვა;
** მომხმარებლების საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ საკანონმდებლო ნორმებთან და კომპანიის შიდა ინსტრუქციებთან;
** კომპანიაში დანერგილი AML ინსტრუქციის მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ფულის გათეთრების წინააღმდეგ ინსტრუქციის მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპანიის თანამშრომლების კონსულტირება;
** კომპანიის მომხმარებლების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა,

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური, ანალიტიკური, აზროვნება;
** სწრაფად მუშაობის უნარი/ ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება შესაბამისობისა და ფინანსური მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი