Jobs.GE



დასახელება: სააბონენტო ქსელის სპეციალისტი - ქუთაისი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო აღწერილობა:

** სავალდებულო ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გაცნობა/ ხელმოწერით დადასტურება;
** ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განაწესის შესაბამისად სამუშაოს შესრულება, განწესის შევსება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** დაქვემდებარებულ უბანზე არსებული სააბონენტო ხაზის (სააბონენტო კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გ/კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი, დეკოდერი) ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ვადებისა და ტექ. ნორმების გათვალისწინებით;
** აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
** დაქვემდებარებულ უბანზე ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
** DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
** ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
** დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გ/კარადებში, გ/კოლოფებთან).
** გატანილი სადგურის (ან კარადის) მომსახურების შემთხვევაში, ობიექტის გახსნისას და დახურვისას სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა, საჭიროების შემთხვევაში სადენების კროსში გადართვა;
** მასზე რიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საკაბელო ქსელის სპეციალისტის დახმარება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სააბონენტო ქსელის სპეციალისტის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** ტექნიკურ განათლება (სასურველია სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის , ოპერაციული სისტემის და ქსელის ცოდნა;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი