Jobs.GE



დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
თანდართული ფაილი: 189076-hualing-app-form.zip

საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული. 

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტში, გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, გაყიდვების სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი 
** შესაბამისი გაყიდვების არხების განსაზღვრა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევის წარმოება, ტენდენციების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან), კომპანიებთან (მათ შორის უცხოურ კომპანიებთან) და ფიზიკურ პირებთან (მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ პირებთან)
** მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით/უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით)
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,  შეავსოთ ჩვენი კომპანიის მიერ შემუშავებული ფორმა (იხილეთ მიმაგრებული ფაილი) და გამოაგზავნოთ  მისამართზე:  hr@hualing.ge   2018  წლის  25 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ,  სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი