Jobs.GE



დასახელება: ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: VV Capital
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 24 სექ

"VV Capital" - "მზის ელექტროსადგურის მშენებლობა" აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიებთან და ელექტრო ქვესადგურების მფლობელებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა მათთან გენერაციისა და მოხმარების ობიექტების ელექტროქსელებთან შესაძლო მიერთების სქემების განსახილველად;
** პოტენციურ ელექტროსადგურების ლოკაციის ტექნიკური ანალიზი ქსელებთან მათი მიერთების თვალსაზრისით;
** ელექტროსადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა, მათგან მიერთების ტექნიკური დავალების მისაღებად;
** ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ელექტროსადგურის პროექტის შემუშავების პროცესში ტექნიკური საკითხების ზედამხედველობა;
** ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობა;
** ელექტროსადგურის ტექნიკური მომსახურება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი პროფილური განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი);
** ენერგეტიკოსად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს ელექტროსადისტრიბუციო კომპანიებთან (ESCO, Energo-pro, GSE, Telasi) ეფექტური ურთიერთქმედება;
** ენერგეტიკის ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ობიექტების ექსპლუატაციაში ჩაბარების გამოცდილება;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა (წერა, კითხვა, საუბარი).

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე: hr@vvcapital.ge არაუგვიანეს 2018 წლის 24 სექტემბრისა. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი