Jobs.GE



დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ

შპს "ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო ნიუ ლაიფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა (მ.შ. Excel-ის ცოდნა);
** ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ACCA-ს სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სავალდებულო) რუსული ენის ცოდნა (სასურველია);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:30;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
** გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე
** სამსახურის დაწყების თარიღი: 2018 წლის 1 ოქტომბერი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@newlifеgeorgia.com და საგნის დასახელების ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 30 სექტემბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი