Jobs.GE



დასახელება: მორიგე ანგიოქირურგი - საგარეჯო
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ანგიოქირურგის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საგარეჯო, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო კვირა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების მართვის ინდივიდუალური გეგმების შედგენა;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
** დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების/ინვაზიური ჩარევების განსაზღვრა/ჩატარება (კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზაციის შესაბამისად);
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** პაციენტთან/პაციენტის მეურვესთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
** მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;
** მორიგეობის მიღებისას მიმართულებაში მყოფი პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა, ხელმოწერით დადასტურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში; კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** საგანგებო სიტუაციებში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: http://gh.ge/ka/application-form/ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საგარეჯო - ანგიოქირურგი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 სექტემბერი, 2018 წელი.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი