Jobs.GE



დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "METROMART"-ი აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე:

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება / საწყობში განთავსება;
** პროდუქციის გადაადგილების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
** საწყობში არსებული პროდუქციის პერიოდულად აღწერა;
** გაყიდული ნივთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** პასუხიმგებლობის გრძობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@metromart.ge 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი