Jobs.GE



დასახელება: ვებ-პროგრამისტი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 20 სექ

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

თუ ხარ აქტიური, მოტივირებული და გიყვარს ინორმაციული ტექნოლოგიები, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ვებ-პროგრამისტის პოზიციაზე!

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: 2200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვებ პროგრამების ცოდნა;
** კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა;
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება;
** MS SQL, PHP, HTML5, Javascript, Css - ის ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** MS SQL, PHP, HTML5, Javascript, Css - ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი