Jobs.GE



დასახელება: მიღება-განთავსების მენეჯერი - საირმე
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

შპს "კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფრონტ-ოფისის თანამშრომლების პირდაპირი და უშუალო ზედამხედველობა;
** ყველა დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მათ შორის, კოორდინირების გაწევა მიმღების, ჯავშნის, სტუმართა მომსახურებისა და სატელეფონო ცენტრის მუშაობაზე;
** გუნდის უწყვეტი ტრენინგი და გადამზადება;
** ფრონტ-ოფისის კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება.
** სამუშაოს განაწილება ცვლებში მომუშავეთა შორის; აფასებს სამუშაოს შესრულების ხარისხს; რეგულარულ შეხვედრებს გამართვა თანამშრომლებთან.
** ოთახების მდგომარეობის შემოწმება, ზუსტი ინფორმაციის შენახვა და ჯეროვნად გადაცემა შესაბამისი დეპარტამენტისათვის.
** სტუმრის პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარება.
** საჭირო დოკუმენტაციის აღნუსხვა და შემდგომი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** ქართული (მშობლიური), ინგლისური (კარგი) და რუსული (კარგი) ენების ცოდნა
** პროფესიული გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; Fidelio

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** თავაზიანი მომსახურეობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სხარტი აზროვნება
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფი რეაგირების და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი