Jobs.GE



დასახელება: ფინანსური სერვისებისა და რეპორტინგის ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 24 სექ

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სერვისებისა და რეპორტინგის ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2909
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
კატეგორია: ადმინისტრაციული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი

უნარები

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის მაღალ დონეზე ორგანიზება და დაგეგმვა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ფოკუსირება
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** თავაზიანობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართული კომუნიკაციის უნარ-ჩვევენი (როგორც წერითი, ასევე ზეპირი)
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** შედეგებზე ორიენტირებულობა

დამატებითი მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Outlook, Word, Excel), განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
** მუშაობის მინიმუმ მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; უპირატოსობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს, ვისაც ექნება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს თემებზე მუშაობის.


სამუშაოს აღწერა

** თანამშრომელთა რეგისტრაციის, საკომპენსაციო პაკეტით, ბენეფიტებით უზრუნველყოფა და შესაბამისი ადმინისტრაციული სამუშაოს წარმოება;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული სხვადასხვა ცვლილებების წარმოება;
** შრომითი საკითხების მართვა;
** ბანკის პოლიტიკის, პროცედურების კონტროლი და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა შიდა მომხმარებლებისათვის;
** საჭირო ცვლილებების იდენტიფიკაცია და შემდგომი დანერგვის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ტიპის (შიდა/გარე) რეპორტების წარმოება;
** საშემოსავლო ან სხვა შეღავათების, დაზღვევისათუ სხვა ბენეფიტების ადმინისტრირება და მართვა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება, პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე და ავტომატიზაციაზე ზრუნვა.

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/2909



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი