Jobs.GE



დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტის აღმრიცხველი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს სასწავლო პრაქტიკას ლოგისტიკის დეპარტამენტში აღმრიცხველის პოზიციაზე.

კატეგორია: ლოგისტიკა;
ანაზღაურება: სასწავლო პრაქტიკის პერიოდი ანაზღაურების გარეშე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სასწავლო პრაქტიკის გრაფიკი შეთანხმებით.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** აწარმოებს მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობების სწორ და დროულ აღრიცხვას;
** აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, საბუღალტრო მონაცემების მიხედვით ახდენს არსებული მარაგების აღრიცხვას;
** აწარმოებს გეგმიურ შედარებას საწყობში არსებული მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობასა და საბუღალტრო მონაცემებს შორის;
** უზრუნველყოფს მომწოდებლის მიერ ცენტრისთვის მოწოდებული მატერიალური ფასეულობების ცენტრალური საწყობის წარმომადგენლისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაბარებას;
** უზრუნველყოფს მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან და ტექნიკის სერვისის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააღრიცხვო რეესტრის წარმოებას;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ლოგისტიკის დეპარტამენტის აღმრიცხველი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი