Jobs.GE



დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: იურიდიული კომპანია GLB
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

იურიდიული ფირმა შპს "ჯი ელ ბი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე

ვაკანსიის რაოდენობა: 2
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სტაჟირება ანაზღაურებადია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა, მათ შორის სარჩელისა და შესაგებლის მომზადება;
** სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურში საქმეთა მეთვალყურეობა;
** მარწმუნებლების ინტერესების დაცვა სასამართლო პროცესზე;
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე glesinfo2017@gmail.com.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი