Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: kcall.ge
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ

კომპანია "KCall" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

"KCall" არის პირველი აუთსორსინგული 24/7 ქოლ ცენტრი საქართველოში, რომელიც Sales Partner Group-ის შვილობილი კომპანიაა.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი - დღის და ღამის ცვლა

მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიის არსებული პროდუქტის/მომსახურების შესწავლა
** შემოსული ზარების მიღება და კომპეტენტური პასუხის გაცემა
** CRM პროგრამაში ყველა კლიენტის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის ჩანიშვნა
** პოტენციურ/აქტიურ მომხმარებლთა კვალიფიციური კონსულტაცია; პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიცაზია;
** ინფორმაციის მიწოდების/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება
** სატელეფონო გაყიდვები
** აქტიურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენები: რუსული (სავალდებულო), ინგლისური (სასურველი)
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობა
** კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების ეფექტურად მართვა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** სწრაფი ადაპტაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@kcall.ge არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა; ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ თანამდებობის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი