Jobs.GE



დასახელება: პროექტი - საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგი
მომწოდებელი: პოლიტიკის და სამართლის ობსერვატორია
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ

"საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგი" - საინტერესო პროექტი სტუდენტებისა და სხვა აკადემიური კვალიფიკაციის მქონე დაინტერესებული პირებისთვის!

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებსა და სხვა აკადემიური კვალიფიკაციის მქონე დაინტერესებულ პირებს 18 წლის ასაკიდან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ პარლამენტის საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესს.

პროგრამის მიზანია მონაწილისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობის მიცემა. აგრეთვე, საჯარო სივრცეში შემდგომი საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე და გაზრდის მათი დასაქმების პერსპექტივას.

პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას.

პროექტი ხორციელდება IDF-ის ფონდის ოფისში (თეორიული ნაწილი - ლექციები საკანონმდებლო ტექნიკაში, შეხვედრა პარლამენტის წევრებთან და დისკუსიები უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებზე) და საქართველოს პარლამენტში (თბილისის შენობა) (პრაქტიკული ნაწილი - შესაბამის საკომიტეტო სხდომებზე დასწრება და კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობა)

აპლიკაცია მიიღება 9 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.

პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი

დეტალური ინფორმაციისთვის და აპლიკაციის შესავსებათ, გადადით ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd5uc0-cpNGlqI9zAUPcKNTBrBA1iVP8zqYiRnIIPn9CWtKmw/viewform



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი