Jobs.GE



დასახელება: დაცვის თანამშრომელი - ფიზიკური, ტექნიკური
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საქართველოს მოქალაქე ქალბატონების და მამაკაცების მიღებას ფიზიკური და ტექნიკური დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე:

ანაზღაურება:

** ფიზიკური დაცვა: 400 ლარი;
** ტექნიკური დაცვა: 610 ლარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველი ასაკი: 20 წლიდან საპენსიო ასაკამდე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე (დაცვის სამსახური) მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება სპორტული აღნაგობის მქონე ფიზიკურად და ინტელექტუალურად მომზადებულ კანდიდატებს.

გასაუბრებაზე დაშვების მოთხოვნები:

** ავტობიოგრაფია;
** პირადობის მოწმობის ქსეროასლი.

გასაუბრება ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 11 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსში. მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 3.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 2 25 18 03 ან 577 244 100



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი