Jobs.GE



დასახელება: ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ

CENN არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1998 წელს და აქტიურად მუშაობს შემდეგ სფეროებში: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ინსტიტუციური განვითარება, გარემოსდაცვითი კვლევა და პოლიტიკა, რესურსების მართვა, საერთაშორისო მოთხოვნებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მართვა, მდგრადი განვითარება და კომუნიკაცია. დაარსების დღიდან CENN საქმიანობებს ახორციელებს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით. CENN-ის მიზანია ისეთი თანამედროვე საზოგადოების განვითარება, რომელსაც გაცნობიერებული ექნება გარემოსა და მისი დაცვის მნიშვნელობა. ორგანიზაციის მისიაა თანამედროვე, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და პრაქტიკის დამკვიდრება საზოგადოებისა და გარემოს ურთიერთკავშირის გზით. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ძლიერი და პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობისა და ანგარიშმგები კერძო სექტორის განვითარებას, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და ხელს შეუწყობს ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი: http://www.cenn.org

დავალების აღწერა:

CENN აცხადებს ტენდერს შემდეგ მომსახურებაზე: ორგანიზაციის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემის (ERP) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

შერჩეულმა კომპანიამ/ექსპერტმა უნდა შეიმუშაოს უკვე არსებული "საჭიროებების შეფასების დოკუმენტის" საფუძველზე და ასევე, ორგანიზაციის მენეჯმეტთან და სტრუქტურული ერთეულების ძირითად შემსრულებლებთან ინტერვიუებზე დაყრდნობით, ორგანიზაციის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამამ უნდა შექმნას ერთიანი ფუნქციონალური გარემო ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისათვის და მენეჯმენტს უნდა მისცეს ონლაინ რეჟიმში მართვისა და მონიტორინგის საშუალება. პროგრამა უნდა იყოს ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ადმინისტრაციული პროცესების, დაგეგმარების, მარაგების და სხვა მოთხოვნისამებრ საჭირო სეგმენტების უწყვეტი მთლიანობა. ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, აუცილებელია პროგრამამ მოგვცეს როგორც დარიცხვის მეთოდით, ასევე საკასო მეთოდით მუშაობის საშუალება (დარიცხვის მეთოდი აუცილებელია ბუღალტრული აღრიხვიანობისათვის, ხოლო საკასო მეთოდით ხდება დონორი ორგანიზაციებისათვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება).

განაცხადის ფორმატი

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის პრეზენტაცია/ექსპერტის რეზიუმე (ხაზგასმით მსგავს გამოცდილებაზე);
** კომპანიის/ექსპერტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, საკონტაქტო პირი;
** შექმნილი სისტემების ჩამონათვალი, დახასიათება და საექსპერტო წვლილი;
** სამუშაოს შესრულების მეთოდოლოგია და მიდგომა;
** სამუშაოს განხორციელების გრაფიკი;
** ფასის შეთავაზება;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეიტანონ CENN-ში შორენა ებანოიძის სახელზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბეთლემის ქ. 27 ან გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: shorena.ebanoidze@cenn.org

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 სექტემბერი, 18:00.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი