Jobs.GE



დასახელება: ავეჯის კონსტრუქტორი
მომწოდებელი: გრანდი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

ავეჯის და კარის მწარმოებელი კომპანია "გრანდი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და MDF-ის კარების წარმოება-რეალიზაციაა. რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო. "გრანდი"-ის საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებით არის აღჭურვილი. ავეჯის და MDF-ის კარის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები.

შპს "გრანდი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.
** ენერგიულობა და პასუხისმგებლობა დაკისრებულ პოზიციაზე
** სავალდებულოა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება: გამომუშავებით.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 19.00 საათამდე. კვირაში ერთი დღე დასვენება.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრანდის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

ტელ: 591 121 121
ელ-ფოსტა: ltd.grandi1@gmail.com
მის: წერეთლის 117



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი