Jobs.GE



დასახელება: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების ოფიცერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 22 სექ

სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს მიღებას გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

** ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვა, პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
** კლიენტების გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში სამუშაო გეგმის მომზადება და მისი შესრულების მონიტორინგი
** გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება
** გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვასთან დაკავშირებული პროექტების მართვა, ამ საკითხებში ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტებთან და გარე პირებთან (საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რეგულატორები, აუდიტორები, ა.შ.) ურთიერთობა

კვალიფიკაცია

** უმაღლესი განათლება
** გარემოსდაცვითი და სოციალური რეგულაციების ცოდნა
** გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

მსურველებს გთხოვთ CV ან შევსებული კანდიდატის განაცხადის ფორმა გამოაგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 22 სექტემბერი, 18:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოვიწვევთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები ამ პოზიციასთან დაკავშირებით არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი