Jobs.GE



დასახელება: ოფისის მენეჯერი - ფოთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო კომპანია, რომელსაც აქვს ობიექტები თბილისსა და ფოთში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: ფოთი

სამუშაო აღწერილობა:

** დოკუმენტაციის მართვის, მათი კლასიფიკაციის მექანიზმის შემუშავება
** პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და შესაბამისი რეპორტების წარმოება
** საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** თანამშრომელთათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
** ტელეფონის ზარებზე და შემოსულ ელფოსტაზე პასუხი, დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** მივლინებებისთვის საჭირო ტრანსპორტის, ჯავშნების უზრუნველყოფა
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების ადრესატამდე მიცილება
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების კოორდინაცია, მათგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა
** ოფისის საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა
** ოფისის მომმარაგებლების, მომსახურების გამწევი კომპანიების/პირების ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა
** კომპანიის თანამშრომლების სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოფისში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@primeconcrete.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი