Jobs.GE



დასახელება: სტატისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 6 სექ / ბოლო ვადა: 6 ოქტ

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სტატისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ნ. ჯავახიშვილის 6 (ყოფილი ლუბლიანას 13)
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი

ანალიტიკური ანალიზი/რეპორტინგი:

** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი - ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და თვიურ ჭრილში;
** აქტივობების ეფექტურობის კონტროლი/მონიტორინგი და ანალიზი;
** ვადაგადაცილებული დავალიანების კონტროლი
** გაყიდვების გუნდის საინიციატივო დავალებების დეტალური რეპორტინგი;
** გაყიდვების გუნდისთვის ყოველკვირეული, ყოველთვიური პრეზენტაციის მომზადება, გაყიდვების და აქტივობების შესახებ და მისი პრეზენტაცია;
** საწყობების ნაშთების მონიტორინგი, ანალიზი და სისტემატიური რეპორტინგი;
** პროდუქციის შესყიდვების მონიტორინგი, ანალიზი და სისტემატიური რეპორტინგი;
** შესყიდვების, წარმოების, ლოჯისტიკის და გაყიდვების ფინანსური ეფექტურობის ანალიზი და რეპორტინგი;
** ბაზრის კვლევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, სტატისტიკის, უმაღლესი მათემატიკის, ან ფინანსების მიმართულებით);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2 წელი.

ძირითადი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დისციპლინირებულობა/პასუხისმგებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "სტატისტიკის მენეჯერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი