Jobs.GE



დასახელება: ყასაბი
მომწოდებელი: ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

"Holiday Inn" არის "Intercontinental Group"-ის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მსოფლიოში ოთახების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი სასტუმროთა ჯგუფია.

"Holiday Inn Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ხორცისა და თევზეულის მიღება, დამუშავება, დაფასოება და დასაწყობება;
** პროდუქციის მიღება, შემოწმება, დასაწყობება;
** მაცივრებში პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ყველა დავალების ზედმიწევნით შესრულება;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

საჭირო უნარები:

** ხორცისა და თევზეულის დამუშავების ცოდნა მაღალ დონეზე;
** პროდუქციის შენახვისა და დასაწყობების წესების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 9 მარტამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი