Jobs.GE



დასახელება: მონიტორინგის და შესაბამისობის სამსახ. სპეციალისტი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრში, მონიტორინგის და შესაბამისობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ძირითადი მოვალეობა, სერვის ცენტრში მიმდინარე პროცესების მეთვალყურეობა, კონტროლი და შესაბამისი დარღვევების გამოვლენა, კონტროლი და აღმოფხვრა.
** კომპანიაში მონიტორინგის შიდა ნორმატიული აქტის (ინსტრუქციის) მომზადება,
** მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების იდენტიფიკაცია/გამოვლენა და ანგარიშგება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
** არსებული კანონებისა და რეგულაციებისთვის მუდმივი თვალყურის დევნება, ამ კუთხით ორგანიზაციის საქმიანობის კორექტირება/მორგება შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე;
** ორგანიზაციის წარდგენა შესაბამისი კუთხით მარეგულირებლის მიერ შემოწმების ჩატარების პროცესის დროს;
** კომპანიის მმართველობითი გუნდისთვის შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** კომპანიის პერსონალისთვის შესაბამისი სწავლებებისა და ტრენინგების დაგეგმვა, მომზადება და ჩატარება;
** კონსულტაციების გაწევა, შესატანი ცვლილებების შესახებ.

მოთხოვნები:

თვისებები და უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ინიციატივა, აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** ხელფასი: ფიქსირებული 600 ლარი, ზრდის პერსპექტივით;
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:30 საათამდე.
** კვირაში ერთი დღე დასვენება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, აუცილებლად ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: vacancy@otomotors.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი