Jobs.GE



დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო Rogalux
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

სასტუმრო "Rogalux" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
სამუშაო პირობები: ყოველ მესამე დღეს 24 საათი: 10:00-დან მეორე დღის 10:00-მდე.
სასტუმრო საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს კვებას.
ხელფასი: 300 ლარი (ცვლა - 30 ლარი).

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და დახმარება ბარგის გადაზიდვაში;
** სტუმრისათვის სხვა რელევანტური ტიპის დახმარებების გაწევა;
** ადმინისტრატორის დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. დამატებით, სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

პერსონალური მოთხოვნები:

** მამაკაცი, 20-დან 45 წლამდე
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, გულწრფელი ღიმილით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@rogalux.ge და მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი