Jobs.GE



დასახელება: სტაჟირება საოპერაციო დეპარტამენტში
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს სტაჟირებას საოპერაციო დეპარტამენტში თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, სტუდენტებისთვის შეთავსებით
ანაზღაურება: სტაჟირება არა ანაზღაურებადია

ძირითადი მოვალეობები:

** პოლიკლინიკაში სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის მარაგების აღრიცხვაში და გადანაწილებაში მონაწილეობა;
** მარაგების შევსების უზრუნველყოფაში, ხარჯვის აღრიცხვაში და ანგარიშგებაში ჩართულობა;
** პოლიკლინიკაში პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** პოლიკლინიკაში არსებული სერვისებისათვის საჭირო ტექნიკური და სატრანსპორტო მხარდაჭერის უზრუნველყოფაში დახმარება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 თებერვალი, 2018.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/stajireba-saoperacio-departamentshi-tbilisi3.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი