Jobs.GE



დასახელება: ვიდეო-მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, 2011 წლის მეორე ნახევარში კი დაიწყო აქტიური განვითარება, რომელიც დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 112 მაღაზიას თბილისისა და რუსთავის მასშტაბით და წლის ბოლომდე გეგმავს მნიშვნელოვნად გაფართოებას.

განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ ადამიანურ რესურსებს განიხილავს, ვინაიდან ჩვენი ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო-მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** საწყობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო პროცესების კონტროლი ვიდეომეთვალყურეობით.
** გამოვლენილი დარღვევების დაფიქსირება, პერსონალისთვის შეცდომის მითითება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი, მე-6 კილომეტრი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი