Jobs.GE



დასახელება: სტაჟირება/იურისტი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

"პრობლემური აქტივების მართვის სააგენტოს" საქმიანობის სფეროა ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება და სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება. აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ შრომისმოყვარე ახალგაზრდებს სტაჟირებაზე (დასაქმების პერსპექტივით), რომელთაც სტაჟირებასთან ერთად საშუალება ექნებათ მიიღონ ანაზღაურება გამომუშავებით, რომელიც დამოკიდებული იქნება მათი საქმიანობიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც);
** ვერბალური კომუნიკაცია;
** გამართული მეტყველება;
** საქართველოს სამოქალაქო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ემოციურად გაწონასწორებული;
** პუნქტუალურიბა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოვალეობები:

** საქმის მომზადება სასარჩელო ეტაპისთვის;
** მოპასუხეებთან მოლაპარაკება, შეხვედრა;
** იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესრულება;
** წარმომადგენლობა სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
** სარჩელების მომზადება;
** აპლიკაციის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულებას სტაჟიორი შეძლებს მხოლოდ მათი ეფექტურად სწავლის შემდეგ. სტაჟიორს აღნიშნული მოვალეობებიდან შესაძლებლობა ექნება გამოიმუშაოს ანაზღაურება, რაც აუმაღლებს მოტივაციას და მუშაობის სურვილს.

სტაჟირების ეფექტურად გავლის შემთხვევაში კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მის დასაქმებაზე ამავე კომპანიის იურისტის პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: legal@pamagency.ge და "Subject" (სათაურის) ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი