Jobs.GE



დასახელება: განვადების მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას განვადების მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 41 ფილიალისა და 17 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** საბონუსე სისტემას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტისთვის განვადების პროდუქტის შეთავაზება, მისი იდენტიფიკაცია, განაცხადის დამტკიცება და განვადების გაცემა;
** მიღებული ინფორმაციის სწორი დამუშავება "აკიდო"-ს პროგრამაში;
** მოპოვებული დოკუმენტაციის ჩაბარება შესაბამის ფილიალში;
** ახალი პარტნიორების მოზიდვა;
** გაყიდვების ქსელის გაფართოება;
** კომპანიის პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად/ოპერატიულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი;
** ქართული ენის კარგად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 20 თებერვალს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/giIs3r6hsV4JfWqj2

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი