Jobs.GE



დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC00078
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: მარკეტინგი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი;
** სფერო - მარკეტინგი.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი;
** სფერო: ბიზნესის მართვა, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა.

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი.

სამუშაოს აღწერა

** ორგანიზაციაში არსებული ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა - ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/78

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი