Jobs.GE



დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

"საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" (GMH) აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა და წერითი კომუნიკაციის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის დიპლომი;
** ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** დამოუკიდებლად პრობლემების მოგვარების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებული, მოწესრიგებული
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

ფუნქციები:

** პრეზენტაციების მომზადება ქართულ და რუსულ ენაზე;
** კომპანიის სახელით გასაგზავნი წერილების (რუსული/ქართული) გატარება/აღრიცხვა და შესაბამისი თანამშრომლისთვის მიწოდება;
** რეგიონებში/კლინიკებში გასაგზავნი წერილების/გზავნილების გაგზავნის კოორდინაცია;
** კომპანიის სახელზე შემოსული წერილების დახარისხება: შესაბამისი თანამშრომლის ვიზირების უზრუნველყოფა და გატარება;
** შემოსული წერილების ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** შემოსული და გამავალი წერილების ასლის დაარქივება;
** კომპანიის სატელეფონო ზარებზე პასუხი: პირველადი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
** მომხმარებლის/ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** ოფისის წესრიგის სისუფთავის კონტროლი. ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და დროულად მოგვარების უზრუნველყოფა;
** ოფისის სამეურნეო ნივთებით მომარაგების უზრუნველყოფა. შეკვეთების მომზადება და და საოპერაციო სამსახურისთვის გადაცემა;
** შიდა შეხვედრების ორგანიზება, დასწრება და შეხვედრების ოქმების შედგენა (ქართულ და რუსულ ენაზე);
** მიღებული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** შეხვედრების კალენდრის ორგანიზება, ოთახების დაჯავშნა/მონიტორინგი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gmh.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Office Manager".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი, 2018 წელი.

"საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი GMH" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"საქართელოს სამედიცინო ჰოლდინგი GMH"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართელოს სამედიცინო ჰოლდინგი GMH -ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი