Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის კონსულტანტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის კონსულტანტის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC00077
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი კლიენტთა მომსახურების სფეროში
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი.

სამუშაოს აღწერა

** შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
** ტელეფონის საშუალებით მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა და კომპანიაში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმირება;
** ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
** მონაცემთა ბაზის სპეც. პროგრამაში ადმინისტრირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/77? და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი