Jobs.GE



დასახელება: საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის, შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** საცალო საკრედიტო პორტფელის რისკების შეფასება სისტემურ დონეზე, საცალო პროდუქტების ზრდისა და სესხის გაცემის პროცედურების ცვლილებების გათვალისწინებით;
** საცალო საკრედიტო პორტფელის ვალის ტვირთის განგრძობითი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი წინადადებების მომზადება;
** სტრეს ტესტების ჩარჩოს შემუშავება;
** საცალო საკრედიტო პორტფელის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
** საცალო საკრედიტო რისკის შეფასებისა და განსაზღვრისათვის შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და დამუშავება;
** სისტემური საცალო საკრედიტო რისკების შეფასების კუთხით ანალიზური ფორმების მომზადება;
** იდენტიფიცირებული რისკების შესახებ ინფორმაციის ზედამხედველობის დეპარტამენტებისათვის და საჭიროების შემთხვევაში სხვა სტრუქტურული ერთეულისათვის დროული მიწოდება.
** კომერციული ბანკების საცალო საკრედიტო პორტფელის თემატური ან სრულმასშტაბიანი შემოწმება, სამუშაოების დაგეგმვა, ფაილების მომზადება, დასკვნის/აქტის მომზადება;
** კომერციული ბანკის საცალო პორტფელის ანალიზის მიზნით მსესხებლების შერჩევა რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით. შერჩეული პორტფელის რეზერვის გავრცელება მთლიან პორტფელზე;
** მსესხებელთა შესაძლო დანაკარგების რეზერვების კუთხით განხილვა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** პორტფელის რეზერვის/ხარისხის ცვლილების დაანგარიშება/შეფასება სტრეს სცენარის გათვალისწინებით;
** ბანკების მიერ შემუშავებული ფასს დარეზერვების მოდელების ანალიზი;
** სპეციფიკური ტიპის საცალო პროდუქტებზე მიგრაციული ანალიზის ჩატარება საკრედიტო რისკისა და სესხის შესაძლოს დანაკარგების ადეკვატური რეზერვის დასადგენად;
** საცალო სესხების საკრედიტო პოლიტიკის პრუდენციული რეგულირების ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
** საცალო საკრედიტო პროდუქტების რისკიანობის ანალიზი;
** საცალო სესხის გაცემის პროცედურების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;
** ბანკის საცალო პორტფელის რისკის ჩარჩოსა და სტრუქტურის შეფასება;
** საცალო საკრედიტო რისკების მართვის სისტემის ხარისხის შეფასება;
** საცალო საკრედიტო რისკების იდენტიფიცირების მიზნით ზედამხედველობის დეპარტამენტებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სტატისტიკური/მათემატიკური განხრით).
** საბანკო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** ზრდაზე ორიენტირებულობა;
** კოლეგიალობის მაღალი გრძნობა, თანამშრომლების მიმართ ყურადღებიანობა.
** თანამშრომლების სწორი შეფასების უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

თანამდებობრივი სარგო: 4996 ლარი.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსურველებს გთხოვთ, 2018 წლის 19 თებერვლამდე აპლიკაცია გამოაგზავნოთ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/47792?active=1



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი