Jobs.GE



დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - ფინანსების მენეჯმენტი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

GIPA-ს ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელთაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერების პოზიციაზე, ასევე მოქმედი ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ფინანსებში.
სალექციო კურსი შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 1 მარტი.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ ბმულზე: ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა

საკონტაქტო პირი:

სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი