Jobs.GE



დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - ბიზნესის მენეჯმენტი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის კეთებისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები. სალექციო კურსი შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 28 თებერვალი.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ ბმულზე: ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა

საკონტაქტო პირი:

სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი