Jobs.GE



დასახელება: გაყიდვებისა და ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ლოგოს პრესი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

გამომცემლობა "ლოგოს პრესი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა;
** მოლაპარაკების წარმოება, შეხვედრებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** სოციალურ ქსელში პროდუქციის რეკლამირება და პასუხების გაცემა;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების დადება;
** ბაზრის კარგი ცოდნა და ანალიზი;
** გაყიდვების მონაცემების ბაზაში ასახვა;
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება მიმდინარე საქმიანობასა და გაყიდვების შედეგებზე, უშუალო ხელმძღვანელთან;
** ოფისის მენეჯმენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გამართული წერის, მეტყველებისა და პრეზენტაციის უნარი.

სამუშაო პირობა: ნახევარი განაკვეთი.

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 243 0302 (10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@logospress.ge (გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი