Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების სტრატეგიული მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება).

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრუილი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს)
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი (აუცილებელი მოთხოვნა)
** უპირატესობა მიენიჭებათ ნევროლოგიურ ჯგუფში წამყვან ნევროლოგებთან მუშაობის გამოცდილების მქონე და ობიექტების მცოდნე კანდიდატებს
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარები და კომპეტენციები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის უნარი
** შესაძლებლობებზე კონცენტირების უნარი.

ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში, კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე. საწყისი ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ მზარდი, გეგმის შესრულების შემთხვევაში კვარტლური პრემიების გათვალისწინებით.

გთხოვთ, ფოტოსურათი და CV გამოაგზავნოთ მისამართზე: lm.epco@client.jobs.ge არაუგვიანეს 2018 წლის 9 მარტისა. გთხოვთ, მიუთითეთ სათაურში ვაკანიის სახელწოდება.

ფოტოსურათის გარეშე მიღებული CV არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი