Jobs.GE



დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და ჩატარება პარტნიორ კომპანიებთან ერთად;
** მარკეტინგული კამპანიების წარმატების გაზომვა და დირექტორთან რეპორტინგი;
** სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროდუქციაზე მოთხოვნისა და ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზი და დირექტორთან რეპორტინგი;
** შესაფუთი მასალების კონცეფციის შემუშავება;
** სარეკლამო კონცეფციის, დიზაინისა და საჭირო მასალების შერჩევაში აქტიური ჩართულობა;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა სახის აქციების დაგეგმვა-განხორციელებით და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** Facebook და Luca Polare-ს ვებ-გვერდის მართვა;
** მედიასთან ურთიერთობა საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა, გერმანული ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი