Jobs.GE



დასახელება: HoReCa სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: თელიანი თრეიდინგი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

შპს "თელიანი თრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას HoReCa სავაჭრო წარმომადგენლის - პრისეილერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება HoReCa-ს ქსელში
** ქსელის ჩამოყალიბება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა
** სარეკლამო მასალების და გაყიდვებისთვის აუცილებელი ტექნიკის სარეალიზაციო ქსელში ეფექტური განთავსება
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი და ფულადი სახსრების ინკასაციის პროცესის სწორად წარმართვა
** სადისტრიბუციო ქსელის დროული ინფორმირება ფასდაკლებების, პრომოაქციების და სპეციალური შეთავაზებების მხრივ
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა
** კომპანიის მიზნების, პრიორიტეტების, ამოცანების გათავისება და შესრულება მის სადისტრიბუციო ქსელში
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის წარმოება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-30 წელი
** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
** ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** მიზანდასახულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@telianitrading.com გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი