Jobs.GE



დასახელება: ჯიხურის გამყიდველი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ჯიხურის გამყიდველის პოზიციაზე თბილისში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://nikora.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოხმარებლის თავაზიანი დახვედრა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა
** შეკვეთის დროულად მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** არითმეტიკული ოპერირების უნარი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ენერგიულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ჯიხურის გამყიდველი".

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი