Jobs.GE



დასახელება: კლიენტთა ოპერატიული მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბილაინი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 20 თებ

"ვიონის ჯგუფის" წევრი კომპანია "ბილაინი" აცხადებს კონკურსს კლიენტთა ოპერატიული მომსახურების სპეციალისტის ვაკანსიაზე თბილისში.

იყო "ვიონის ჯგუფის" წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

პირველობის სულისკვეთების ჩვენი სურვილი ჩვენს ღირებულებებში აისახება - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება
** ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის;
**კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით (სატარიფო გეგმის ცვლილება, მომსახურებების ჩართვა/გამორთვა);
** პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვებში და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია (წერითი, სასაუბრო);
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint).

საჭირო თვისებები:

** გამართული მეტყველება
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი.

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე და სათაურის ველში მიუთითოთ "Call Center Specialist", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში ერთი წლით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი