Jobs.GE



დასახელება: ავტო-გასამართი სადგურის ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: რომპეტროლ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

"რომპეტროლ NV" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამკვიდრებულ ნავთობ კომპანიას რუმინეთში და ასევე მნიშვნელოვან მოთამაშეს შავი ხმელთაშუა ზღვების ავზების ტერიტორიაზე. კომპანიაში დასაქმებულია 7 000-ზე მეტი თანამშრომელი და იგი წარმოდგენილია 12 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში.

"რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ავტო-გასამართი სადგურის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი და რეგიონები
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 320 ლარი (პლუს ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოფს ტრანზაქციის ღირებულების და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისობას;
** უზრუნველყოფს დასაბრუნებელი ხურდის სისწორეს და ტრანზაქციის საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;
** პერიოდულად ადარებს გაყიდული საწვავის რაოდენობას სალაროში არსებულ თანხასთან.
** უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ხარისხიანი და სრული სერვისის მიწოდებას "მომსახურების 7 საფეხურის" შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო. უმაღლესი განათლება ჩაითვალება უპირატესობად.
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Windows. დონე: ელემენტარული
** რუსული და ინგლისური ენა: სასურველია სალაპარაკო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს. მათ შორის წარმატებულები, სამუშაოს დაწყებამდე გაივლიან სწავლებას, რათა უკეთ გაართვან თავი დაკისრებულ მოვალეობებს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: vacancy.rpg@rompetrol.com. განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია, როგორც სათაო ოფისში (მის. ვ. ვეკუას #3), ისე "რომპეტროლ საქართველოს" ქსელში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე, სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით.

"რომპეტროლ საქართველოს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი