Jobs.GE



დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ფარმადეპო
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ

სააფთიაქო ქსელი "ფარმადეპო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის განყოფილების რეალიზაციაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი მერჩენდაიზერის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებული საქმის მონიტორინგი;
** პროდუქციის თაროების იერსახესა და სისუფთავეზე ზრუნვა;

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** აქტიურობა, სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "Consultant", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი