Jobs.GE



დასახელება: გაყიდვის მენეჯერი/აგრონომი - რეგიონები
მომწოდებელი: Geo-Ukravit
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ

აგროქიმიკატების იმპორტიორი კომპანია "Geo-Ukravit" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვის მენეჯერი-აგრონომის თანამდებობაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აგრონომიული განათლება
** ფიტოპათოლოგიის და ენტომოლოგიისა და აგროქიმიის კარგი ცოდნა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.
** კარგი პრეზენტაციის უნარი;
** ორიენტაცია გაყიდვების მუდმივ ზრდაზე;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად, ქვემო ქართლის რეგიონში აუცილებელია აზერბაიჯანული ენის ცოდნა, სამცხე ჯავახეთში- სომხური ენის.
** სასურველია გამოცდილება გაყიდვის სფეროში.
** აუცილებელია ავტომანქანისა და მართვის მოწმობის ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პროდუქციის რეკლამირება
** ფერმერებთან ურთიერთობა და კონსულტაციის გაწევა

სამუშაო ადგილი: შესაბამისი რეგიონი
სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: geoukravit1@gmail.com 2018 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი