Jobs.GE



დასახელება: დიზაინერ-კონსულტანტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი.

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერ-კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** დიზაინერების ბაზის შექმნა და განვითარება
** დიზაინერებთან შეხვედრა და მომსახურების შეთავაზება
** კლიენტებთან ვიზიტი და პროდუქციის შეთავაზება
** ArchiCad პროგრამაში კლიენტებისთვის დიზაინის შექმნა
** ფილების ბოქსებში მოწესრიგება-განლაგებაზე უშუალო პასუხისმგებლობა
** ყოველკვირეული ანალიზი/რეპორტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინტერიერის დიზაინის მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** ArchiCad პროგრამის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

გთხოვთ, 21 თებერვლამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hrproject4@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი