Jobs.GE



დასახელება: ტრენინგი DCFTA საკითხებში
მომწოდებელი: ABCO-Georgia
გამოქვეყნდა: 8 თებ / განახლდა: 11 თებ / ბოლო ვადა: 21 თებ
თანდართული ფაილი: 165752-ABCO-DCFTA-Form.zip

ABCO - საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია აცხადებს ტრენინგს DCFTA-ის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კახეთის რეგიონში.

"საქართველო ევროპულ გზაზე: ეფექტური მოდელის ჩამოყალიბება "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად" წარმოადგენს პროექტს რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრებისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ "აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის"(EESC) წამყვანი ორგანიზაცია, "საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია" (ABCO, საქართველო), "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი" (GIP, საქართველო), GLOBSEC-ი (სლოვაკეთი), "ასოციაცია კავკასიის გენეტიკა" (საქართველო), "ათინათი"(საქართველო) და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" (საქართველო) მიერ. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის "ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის" (ENI) მიერ.

პროექტის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) შესაძლებლობების გაზრდა ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროცესის და საქართველოსთვის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების თანადროულად. ამ მიზნით, დაგეგმილია ტრეინინგების სერიის ჩატარება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (CSO), რომლებიც შემდგომ თავად მიაწვდიან ინფორმაციას და გაუწევენ კონსულტაციებს მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA- სთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე ხელს შეუწყობენ DCFTA-ს ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

** ჩატარდება ტრეინინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ზოგადი საკითხების გარშემო.
** შემდგომ ეტაპზე ტრეინინგში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი. ორგანიზაციები მიიღებენ დაფინანსებას, რათა მათ მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება და გაუწიონ კონსულტაციები მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA- სთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელი შეუწყონ სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების და მცირე და საშუალო საწარმოების ურთიერთთანამშრომლობას DCFTA-ისთან დაკავშირებულ საკითხებში.

ტრეინიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

რას წარმოადგენს DCFTA?

** რას წარმოადგენს DCFTA?
** DCFTA-ის ძირითადი მოთხოვნები;
** ნაბიჯები რომელიც უნდა გადადგას საწარმომ, რათა მოახდინოს საკუთარი პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.

მონაწილეობისთვის დასაშვები კრიტერიუმი: გამოცხადებულ ტრეინინგში მონაწილეობისთვის განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და მუშაობენ კახეთის რეგიონში. ასევე, ტრეინინგში მონაწილეობისათვის, თითოეულმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abco@caucasus.net ან abco@abco.ge არაუგვიანეს 2018 წლის 21 თებერვლისა.

შერჩეულ მონაწილეებს, ტრეინინგის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ ეცნობებათ დამატებით (არაუგვიანეს 2018 წლის მარტის პირველი კვირისა).

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 599 760 006.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი