Jobs.GE



დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: კლიპარტი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 5 მარ

ჰოლდინგი "კლიპარტი" ეძებს გუნდის ახალ წევრს დიზაინერის პოზიციაზე.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და თავისუფალი გარემო, სადაც სხარტ, შემოქმედებით, გამჭრიახ და გამოცდილ ადამიანებთან ერთად მოგიწევთ მუშაობა მყუდრო და კრეატიულ ოფისში გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ.

სამუშაო გრაფიკი: სრული

აპლიკანტის სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** Adobe Photoshop და Illustrator-ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** პრიორიტეტად ჩაითვლება Adobe Animate-ის ან ნებისმიერი სხვა სოფტის ცოდნა, რომელსაც აქვს ანიმირებული კონტენტის HTML5 ფორმატში გამოტანის ფუნქცია;
** დროის მართვის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა;
** პოზიტიურობა;
** პროაქტიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

კანდიდატის პორტფოლიო

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@clip-art.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დიზაინერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 5 მარტი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი