Jobs.GE



დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
თანდართული ფაილი: 165747-airports-app.zip

შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** წლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ფაქტიური შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
** პროგრამაში ბუღალტერიის და შემოსავლების აღრიცხვის სამსახურის მიერ დაფიქსირებული მონაცემების კონტროლი;
** ფილიალების მიხედვით შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** სერვისებზე ფასების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების ფინანსური მოდელირება და ანალიზი;
** აუდიტის პროცესში აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

მინიმალური მოთხოვნები:

გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების - Word, Excel - კარგი ცოდნა
** სასურველია ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** განათლება: უმაღლესი განათლება, ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში საჭირო დონეზე

პირობები:

** სარგებელი ანაზღაურების გარდა
** კორპორატიული სიმ-ბარათი თანხის ლიმიტით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირება ქალაქის ცენტრიდან სამუშაო ადგილამდე და უკან

სამუშაო ადგილი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აეროპორტის დასახლება.

შერჩევა:

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების მეშვეობით. შესაძლებელია შერჩევის პროცესი მოიცავდეს კანდიდატის სამუშაო უნარ-ჩვევების, ასევე კომპიუტერული პროგრამების და უცხო ენის ცოდნის დონის შემოწმებას.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი