Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ესაბი
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 10 მარ

შპს "ესაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** არსებული და პოტენციური მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან ურთიერთობის დამყარება;
** მყიდველების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** ფასწარმოქმნა ზემდგომ ხელმძღვანელთან წინასწარი შეთანხმებით;
** დასახული ამოცანების დროული შესრულების და ხარისხის კონტროლი;
** რეგულარული ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** არსებული პროექტების (წარმატებული და არა წარმატებული) სიტუაციის ანალიზი და სრული ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** დამკვეთებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გამოცდილება IT გაყიდვების სფეროში
** უცხო ენები - ინგლისური, რუსული
** კომპიუტერის საოფისე პროგრამები
** ორგანიზებულობა
** პრეზენტაბელურობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

სამუშაო გრაფიკი - სრული. კვირაში 5 დღე.

კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@esabi.ge არაუგვიანეს ა/წ 10 მარტამდე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი