Jobs.GE



დასახელება: ევროპარლამენტის მოდელირება - ქუთაისი
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ

დაიწყო რეგისტრაცია დელეგატების შესარჩევად ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ სიმულაციაში - "ევროპარლამენტის მოდელირება 2018".

2018 წლის 16, 17, 18 თებერვალს ქ. ქუთაისში საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებსა და ვორქშოპებში ევროპოლიტიკის მნიშვნელოვან თემებზე.

"ევროპარლამენის მოდელირება" - ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.

პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი სახის საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:

** გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები
** გაიღრმავონ ლიდერული თვისებები
** ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები
** მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
** გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი საქართველოდან

ევროპარლამენტის მოდელირება აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდეს და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან პარტიებში 28+1 ფორმატით და განიხილავენ სხვა და სხვა აქტუალურ თემებს რაც დღეს მსოფლიოში დგას დღის წესრიგში.

თარიღი: 2018 წლის 16, 17, 18 თებერვალი, ქ. ქუთაისი
ასაკი: 15-დან 25 წლამდე
სამუშაო ენა: ქართული
დრესკოდი: ოფიციალური

ინდივიდუალური დელეგატის მონაწილეობის საფასური შეადგენს:

** 2018 წლის 30 იანვრამდე რეგისტრირებულთათვის - 50 ლარი.
** 2018 წლის 30 იანვრის შემდეგ რეგისტრირებულთათვის - 65 ლარი.

საფასური ფარავს პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, ლანჩისა და სერტიფიკატის საფასურს. აგრეთვე დახურვის საზეიმო ღონისძიებაში დასწრების უფლებას.

ევროპარლამენტის მოდელირებაზე გამოვლინდება 12 საუკეთესო დელეგატი თითოეული პარტიიდან, რომლებიც მიიღებენ სხვა და სხვას ახის პრიზებს ჩვენი სპონსორებისგან.

ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო დელეგატი "ევროპარლამენტარი" გაემგზავრება ბრიუსელში ევროპარლამენტში და სხვა ევროპის უმაღლეს ორგანოებში სასწავლო საგანმანათლებლო ვიზიტით!

ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო კომიტეტს - საუკეთესო პროექტის წარდგენისთვის გადაეცემა გრანტი 1000 ლარი.

სამახსოვრო პრიზებს საუკეთესო დელეგატებს გადასცემენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი პიროვნებები.

დელეგატობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ქვემოთ მოცემულ ლინკზე: https://goo.gl/FEKTc8

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ელფოსტით: eapmodelling@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი